საპატრიარქოში დაპირისპირება გრძელდება 23 თებერვალი 2017, 21:16:40
AUTO PLAY
პატრიარქის პრეს-მდივანმა მიქელ ბოტკოველმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა,ხოლო მანამდე პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის შესახებ განაცხადა, რომ უწმინდესის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მას ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნახავს. საპასუხოდ ოხანაშვილმა განაცხადა,რომ „მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში, გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვიმყოფები საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას“, - და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში გამართავს ბრიფინგს, სადაც ისაუბრებს მისი გადაწყვეტილებისა და არსებული ვითარების შესახებ.
0
|
|