ასე გამოიყურება ხანძრის შემდეგ "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარი 2017, 11:12:49
AUTO PLAY
ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა და მეხანძრეები თითქმის ხუთი საათია უკვე ადგილზე მუშაობენ. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.
0
|
|