საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წევრები ორი თვის ხელფასს ითხოვენ 1 ნოემბერი 2016, 10:19:45
AUTO PLAY
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და კუთვნილი ანაზღაურების მიღება მოითხოვეს. როგორც საფეხბურთო კლუბის კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ განაცხადა, უკრაინელი ინვესტორები თანხის დარიცხვასა და გუნდის დაფინანსებაზე უარს აცხადებენ. მისი თქმით, უკვე ორი თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ. მიზეზი კი, მათთვის თუ უცნობია. „ზუგდიდის“ აღმასრულებელი დირექტორი გელა ინალიშვილი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდა. მათ კლუბში შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გელა ინალიშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არაფერია გარკვეული და მოლაპარაკება მიმდინარეობს. უკრაინული მხარისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივი კლუბის 51%-ის მფლობელი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო გახდა. საფეხბურთო კლუბის 49%-ს კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს. ხელშეკრულების მიხედვით, უკრაინელი ინვესტორი ვალდებულებას კლუბის დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე იღებს.
0
|
|