აღმოჩენა მანავში 24 ივლისი 2016, 09:28:09
AUTO PLAY
ყაზარაშვილების ოჯახი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ჩასვლას ითხოვს.როგორც „ინფო 9“-ს მანავის მკვიდრმა ბესო ყაზარაშვილმა აცნობა, საკუთარი სახლის ეზოში მიწის დამუშავების დროს, დიდი ზომის ქვა აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ, ადრე ქრისტიანული პერიოდის სამარხის ფრაგმენტია. ყაზარაშვილის განცხადებით, ის ეზოში სამუშაოების გაგრძელებას ვერ ახერხებს, რადგან არ სურს, აღმოჩენა დაზიანდეს. „მამაჩემმა მითხრა წლების წინ დიდი ძვალი ვიპოვნე და ალბათ ადამიანის იქნებოდაო, თუმცა ჩვენ ეზოში საიდან მოხვდა ვერ გავიგეო. ახლა კი მიწას ვამუშავებდი და ბარი ამ სამარხს წამოედო. თავიდან ძველი შენობის ბალავარი მეგონა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შეიძლება ეს მნიშვნელოვანი არექოლოგიური არტეფაქტია, ამიტომ ხელი აღარაფრისთვის მიხლია. მინდა შესაბამისმა უწყებამ ყურადღება მოგვაქციოს და მანავში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, არქეოლოგთა ჯგუფი ჩამოვიდეს“, - აღნიშნა ბესო ყაზარაშვილმა.
2
|
|