პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და მისი ოპერატორი მოკლეს 27 აგვისტო 2015, 01:34:47
AUTO PLAY
აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და მისი ოპერატორი მოკლეს. WDBJ7 TV-ის რეპორტიორი 24 წლის ალისონ პარკერი და ოპერატორი ადამ უარდი ინტერვიუს დროს ქალაქ მონეტაში მოკლეს. პირდაპირი ეთერის დროს, გაისმა სროლის ხმები, რომლის შემდეგაც რეპორტიორმაც და ადამ უარდმაც გაქცევა სცადეს.BBC-ის ინფორმაციით, ორივე თანამშრომლის გარდაცვალება ტელევიზიამ უკვე დაადასტურა. ასევე ცნობილია, რომ გადარჩა გარდაცვლილების რესპოდენტი. პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი, ხოლო მკვლელი მიმალვაშია.
17
|
|