კალიფორნიაში ხანძრის გამო ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს 4 აგვისტო 2015, 23:46:36
AUTO PLAY
კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო ათასობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. "ბიბისის" ცნობით, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. სტიქიას სან-ფრანცისკოდან ჩრდილოეთით მდებარე ტყეში 9 000 მეხანძრე ებრძვის. სულ ცეცხლის 18 კერა არსებობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ხანძრის ლოკალიზება უჭირს. ცეცხლმა 24 საცხოვრებელი სახლი უკვე გაანადგურა. ხანძარი კიდევ დაახლოებით 6 000 სახლს ემუქრება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ხანძარი კალიფორნიის ტყეებში, სავარაუდოდ, მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. უკვე რამდენიმე წელია ზაფხულის პერიოდში კალიფორნიაში გვალვის გამო მასშტაბური ხანძარი ჩნდება.
0
|
|