გიორგი სიგუამ ნანუკა ჟორჟოლიანი შამპანურით გაწუწა 4 აგვისტო 2015, 21:26:06
AUTO PLAY
Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ნანუკა ჟორჟოლიანს თავზე შამპანური დაასხა. ინციდენტის მიზეზი ის გახდა, რომ ამავე ფესტივალზე ჩასულმა ჟორჟოლიანმა Gem Fest-ის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში უარყოფითი სტატუსი გამოაქვეყნა: ”ჩვენი ბიუჯეტიდან სახელმწიფო მილიონებს რომ იხდის ფესტივალში, რომლის ორგანიზატორობასაც ( რატომღაც) შენ გავალებენ, მინიმუმ უნდა უზრუნველყონ დღის გართობა, ამ დროს მუსიკა სადმე მაინც უნდა უკრავდეს! 200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, სნოს გარდა რამე სასმელი უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო პონტი. იმედია დაინტერესდებიან ჩემი კოლეგები სად წავიდა ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონები, მაშინ როცა იგივე ინფრასტრუქტურაა თითქმის, თუ არ ჩავთვლი დაყრილ ქვიშას და მინათებულ წითელ ფერს!” – მიმართა ჟორჟოლიანმა სიგუას. ამ ინციდენტის შემდეგ გიორგი სიგუამ ნანუკა ჟორჟოლიანი შამპანურით გაწუწა. მუსიკალური ფესტივალი Gem Fest-ი ანაკლიაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მასზე დასასწრებად საქართველოში ათასობით ტურისტი ჩამოვიდა.
0
|
40.00
k
100.00
k
|