ოლიმპიადის გახსნის საუკეთესო მომენტები 90 წამში 27 ივლისი 2015, 17:43:24
AUTO PLAY
ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი შოუთი გაიხსნა. გრანდიოზულ ღონისძიებაზე ქართული ხელოვნება და კულტურა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს. შოუს კულმინაცია იყო ოლიმპიური ჩირაღდნის შემოსვლა, რომელიც პირველად გადაეცა ოლიმპიურ ჩემპიონ გელა კეტაშვილს. მეორე მეჩირაღდნე იყო პარაოლიმპიელი თემურ დადიანი, შემდეგ ნინო სალუქვაძე და ბოლოს ზურაბ ზვიადაური. საღამოს დასკვნითი აკორდი იყო სიმღერა, რომელიც რუსა მორჩილაძემ სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაწერა. იგი რატი დურგლიშვილმა, მაკა ზამბახიძემ და ნუცა ბუზალაძემ შეასრულეს.
0
|
|