ატირებული ბერძენი პენსიონერის ფოტომ ინტერნეტი მოიარა 6 ივლისი 2015, 14:58:00
AUTO PLAY
77 წლის ბერძენი პენსიონერი იორგოს ჩატციფოტიადისი ქალაქ სალონიკში რამდენიმე ბანკის რიგში იდგა იმ იმედით, რომ საკუთარი მეუღლის პენსიას გამოიტანდა. როდესაც ფული ვერ მიიღო, ასფალტზე დაემხო და ტირილი დაიწყო. ამის ამსახველმა ფოტომ ინტერნეტსივრცეში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საბერძნეთის მთავრობამ პირველი ივლისიდან დახურა ბანკები, რადგან დიდი იყო დეფოლტის საფრთხე. თუმცა შემდეგ სამი დღით რამდენიმე ბანკს დართო ნება, გახსნილიყო, რათა პენსიონერებს საკუთარი პენსიის გამოტანა შეძლებოდათ.
0
|
|