ბრიტანელი "წვერიანი პატარძალი" სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა 6 ივლისი 2015, 14:09:54
AUTO PLAY
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 24 წლის ჰარნაამ კაური პატარძლის გარეგნობაზე შექმნილ სტერეოტიპს ანგრევს. ამისთვის გოგონამ, რომელსაც სახეზე წვერი აქვს, პოპულარული ლონდონელი ფოტოგრაფის პროექტის ფარგლებში, საქორწინო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჰარნაამს საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი აწუხებს. ეს დაავადება ორგანიზმში ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს. წვერი გოგონას 11 წლიდან ეზრდება. ამის გამო მას თავის მოკვლაც კი სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ახლახან ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გარეგნობით ამაყობს კიდეც.
0
|
40.00
k
100.00
k
|