როგორ სთხოვა ხელი "შავფაროსანმა" ჟურნალისტს რუსთაველის გამზირზე 28 მაისი 2015, 15:55:09
AUTO PLAY
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა, ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლა - "შავფაროსნებიც" მონაწილეობდა. წარმოდგენას, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა, ასობით თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ადევნებდა თვალს. ცეცხლოვანი და ენერგიული წარმოდგენის შემდეგ მაყურებლები რომანტიკული სანახაობის თვითმხილველები გახდნენ - ერთ-ერთმა "შავფაროსანმა" მაყურებელთა რიგებიდან თავისი შეყვარებული, ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტი იხმო და მას დაჩოქილმა, საჯაროდ სთხოვა ხელი.
1
|
|