აირბუსი A320-ის ჩამოვარდნის ადგილი 25 მარტი 2015, 14:11:17
AUTO PLAY
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის, კოლუმბიის, მექსიკის, ბელგიის, მაროკოსა და ყაზახეთის მოქალაქეები. ავიაკატასტროფას ცნობილი საოპერო მომღერლები, მარი რანდერი და ოლეგ ბრიჟაკიც ემსხვერპლნენ. მაშველებმა, კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
1
|
|