დღეს საქართველოში მზე 58%-ით დაბნელდება: დედამიწა მზის სრულ დაბნელებას ელის 20 მარტი 2015, 14:48:04
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს, დედამიწის მცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მოწმეები გახდებიან, რომელიც ორი საათისა და 14 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ასტრონომიული მოვლენა 7:41 საათზე დაიწყება (მსოფლიო დროით) და 11:50 საათზე დასრულდება. ჩვენი დროით მზის დაბნელება 13:13 საათზე დაიწყება, მაქსიმალურ ფაზას 14:20 საათზე მიაღწევს და 15:27 საათზე დასრულდება. დღევანდელი მზის დაბნელება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია 1999 წლის შემდეგ. მეცნიერთა გათვლების მიხედვით, მის ხილვას განსაკუთრებით კარგად სკანდინავიის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობა შეძლებს. საქართველოში მზე 58%-ით დაბნელდება. წელს მზის დაბნელება ბუნიობას ემთხვევა - 20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება. გახსოვდეთ, მზის დაბნელების დროს მისი დისკოს ყურება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, თვალის დაზიანება გამოიწვიოს. ბუნებრივი მოვლენის თვალის დევნება მხოლოდ სეციალური ფილტრების საშუალებითაა შესაძლებელი.
0
|
|