ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ადგილზეა 1 თებერვალი 2015, 08:50:05
AUTO PLAY
ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 31 იანვარს თავისუფალი პროგრამით ქალები ასპარეზობენ. პირველი ყინულზე ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი გამოვიდა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-19 ადგილს იკავებდა. სამწუხაროდ ელენემ თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, მან თითქმის ყველა ელემენტი შეცდომით შეასრულა და თავისუფალ პროგრამაში ძალიან დაბალი 73.68 ქულა დაიმსახურა. ჯამში 122.88 ქულით მოციგურავე ბოლო ადგილს იკავებს.
0
|
|