13 წლის გოგონა სკოლიდან სახლში მანქანით მიდის... 30 იანვარი 2015, 13:34:46
AUTO PLAY
ყაზახეთში, ქალაქ ყარაღანდში ვიდეორეგისტრატორმა Lexus-ის მარკის ავტომობილის საჭესთან მოსწავლე გადაიღო. კადრში ჩანს, დაახლოებით 13-14 წლის გოგონა, რომელიც ავტომობილთან მიდის და მძღოლის მხარეს კარს აღებს. მალე მას ქალი, სავარაუდოდ დედა უახლოვდება, რომელსაც ხელში ჩვილი უჭირავს. გოგონა სკოლის ზურგჩანთას უკანა სავარძელზე ტოვებს და საჭესთან ჯდება. ბავშვიანი ქალი კი მის გვერდით იკავებს ადგილს. ავტომობილი იძვრება და გზაზე გადის. ორ დღში youtube-ზე გამოქვეყნებული ვიდეო 87 000-მა ადამიანმა ნახა.
0
|
|