15 წლის მოციგურავემ ყველა დაჩრდილა 23 ნოემბერი 2014, 13:37:51
AUTO PLAY
საფრანგეთში, ფიგურულ სრიალში Trophée Eric Bompard-ის ტურნირზე ქალთა შორის ოქროს მედლის მფლობელი 15 წლის რუსი მოციგურავე ელენა როდიონოვა გახდა. მან მოკლე და თავისუფალ პროგრამებში შესანიშნავად ისრიალა და 203.92 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ასევე რუსი იულია ლიპნიცკაია გავიდა 185.18 ქულით, ხოლო მესამეზე - ამერიკელი ეშლი ვაგნერი 177.74 ქულით. ამ გამარჯვებით ელენამ და ილუიამ გრან პრის ფინალში ადგილები გაინაღდეს, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში დეკემბერში გაიმართება.
0
|
|