აფხაზების და ოსების ზეიმი დონეცკში 1 ოქტომბერი 2014, 13:52:38
AUTO PLAY
სეპარატისტებმა "მოძმე ერის" ე.წ. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სეპარატისტებმა და აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩასულმა "ბოევიკებმა" დონეცკში აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. cenzor.net-ის ცნობით, "ბოევიკები" ქალაქის ქუჩებში ძვირად ღირებული ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, მოპარული ან წართმეული იყო. დონეცკში აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ვიდეო რუსულმა ტელეარხმა lifenews-მა გაავრცელა. აფხაზეთის "დამოუკიდებლობის დღე" 30 სექტემბერს აღნიშნეს.
1
|
|