უკრაინელი გამგებლის მოადგილე სანაგვე ყუთში ჩააგდეს 30 სექტემბერი 2014, 12:28:56
AUTO PLAY
უკრაინაში სანაგვე ყუთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ჩააგდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, როვენსკის ოლქის გამგებლის მოადგილე ალექსანდრ დანილჩუკი იძულებული გახადეს, რამდენიმე წუთი სანაგვე ყუთში გაეტარებინა, სანამ აქციის მონაწილეებმა ის არ გაუშვეს. პოლიტიკოსის თქმით, ცემით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ სანაგვე ყუთში არ ჩავიდოდა. ალექსანდრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელები მას პარტია "რეგიონებთან" კავშირში ადანაშაულებდნენ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმაღლესი რადას შენობასთან, სანაგვე ყუთში უკრაინელი დეპუტატი ვიტალი ჟურავსკიც ჩააგდეს.
0
|
|