33 საათი პირდაპირ ეთერში 22 სექტემბერი 2014, 14:52:45
AUTO PLAY
ზუსტად 33 საათის განმავლობაში იჯდა ეთერში ნორვეგიელი ტელეწამყვანი ელი კარი გენგედალი. მან მსოფლიო რეკორდი მოხსნა , რომელიც მანამდე 24 საათს შეადგენდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, გენგედალი მაყურებელს ამინდის პროგნოზზე ესაუბრებოდა. "ეს სინოპტიკოსების ოცნებაა, რომლებიც როგორც წესი, ორ წუთზე ნაკლები ჩანან ეკრანზე" - გაიხუმრა წამყვანმა დაწყებამდე. წამყვანის მდგომარეობა იმითიც იყო გართულებული, რომ 33 საათი იგი იჯდა ოსლოს მთავარ მოედანზე მინის კაბინაში. მართალია, იგი ყოველ საათში ხუთი წუთით ისვენებდა. რეკორდის დამყარების შემდეგ, გამოვიდა რა კაბინიდან, განაცხადა, რომ წარმატება უნდა აღნიშნოს და ლუდის დასალევად წავიდა.
0
|
|