გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელმა ტრიბუნაზე აირბინა და 82 წლის ბებოს ჩაეხუტა 22 სექტემბერი 2014, 14:11:17
AUTO PLAY
გულისამაჩუყებელი ფაქტი მოხდა იტალიის სერია А-ს ტურში, სადაც ერთმანეთს "რომა" და "კალიარი" დაუპირისპირდნენ. რომას ნახევარმცველმა ალესანდრო ფლორენციმ გატანილი გოლი ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნა - მან ტრიბუნებზე აირბინა და 82 წლის ბებიას ჩაეხუტა. აქამდე ალესანდროს ბებია არც ერთხელ არ დასწრებია საფეხბურთო მატჩს და შვილიშვილს პირობა მისცა, რომ იმ შემთხვევაში მივიდოდა სტადიონზე, თუ ალესანდრო გოლს გაიტანდა. როგორც ხედავთ, ფეხბურთელმა ბებოს იმედი არ გაუცრუა.
0
|
|