"ნინო, ეს შენთვის გავაკეთე" - რატომ ატირდა ქათამაძე უკრაინულ X Factor-ში 22 სექტემბერი 2014, 14:10:25
AUTO PLAY
უკრაინაში X Factor-ის მორიგი შესარჩევი ტურები დნეპროპეტროვსკში გაიმართა. ჟიურის წინაშე 18 წლის დაშა არისტოვა წარდგა, რომელმაც თავდაპირველად Михей და Джуманджи-ს Сука-любовь-ის შესრულება დაიწყო. ჟიურის წევრმა იგორ კონდრატიუკმა დაშა შუა სიმღერისას გააჩერა და უთხრა, რომ არ მოეწონა მისი შესრულება. საუბარში ქათამაძე ჩაერთო და გოგონას შესთავაზა, სხვა სიმღერა ემღერა. დაშამ გადაწყვიტა, Океан Ельзи-ს Хочу до тебе შეესრულებინა. ჟიურის სამ წევრს არც მეორე ნამღერი მოეწონა, მაგრამ ქათამაძე არ დანებდა და ყველაფერი იღონა, რომ დაშა შემდეგ ტურში გადასულიყო. გამოუვიდა თუ არა ეს მას, ვიდეოში იხილავთ...
0
|
|