"ქართველ" სპილო გრანდს მსოფლიოც გულშემატკივრობს 19 სექტემბერი 2014, 12:51:38
AUTO PLAY
ცნობილი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press თბილისის ზოოპარკში ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციას ეხმაურება. შეგახსენებთ, თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს 18 სექტემბერს 4-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც ცხოველს მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოუღეს. რთული ოპერაციის და ხანგრძლივი ძილის შემდეგ, რომელიც ნარკოზით იყო გამოწვეული სპილო გონს გვიან მოვიდა და წამოდგა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრანდს წამოდგომაში სამაშველო სამსახური დაეხმარა. მასთან რჩებიან ინგლისელი ვეტექიმები.
0
|
|