ბრიტანეთში ორმა ქალმა გაზონი მოიპარა 1 სექტემბერი 2014, 14:06:14
AUTO PLAY
ბრიტანეთში, ლანკაშირის საგრაფოში, კერძო სახლის მეპატრონე ბობი სტეისი დილით ადრე გაზონის ქურდობის მოწმე გახდა, რომელიც მეზობელი სახლის ეზოში ახალდაგებული იყო. დილის ხუთ საათზე ორი ქალი კერძო საკუთრებას მიუახლოვდა და გაზონის მოპარვა დაიწყო. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალებმა ავტომობილის საბარგულში ბალახის საფარველი გადაიტანეს და წავიდნენ. ბობი სტეისი, რომელიც პროცესს ადევნებდა თვალყურს, მომხდარში არ ჩარეულა და ქურდობა თავიდან ბოლომდე გადაიღო. შემდეგ კი ვიდეოჩანაწერი პოლიციელებს გადასცა. სამართალდამცავებმა ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი ქურდი დააკავეს. იგი 59 წლის მორინ მაკენა აღმოჩნდა. ქალს გაზონის ქურდობისთვის სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
|
40.00
k
100.00
k
|