14 წლის რუსმა მოციგურავემ იუნიორთა შეჯიბრებაზე ფურორი მოახდინა 1 სექტემბერი 2014, 13:59:59
AUTO PLAY
ლუბლიანაში იუნიორებს შორის ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ჭაბუკებში საქართველოს სახელით 14 წლის ირაკლი მაისურაძე მონაწილეობდა, რომელიც მოკლე პროგრამით მე-17 ადგილს იკავებდა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის შემდეგ მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ყველაზე მეტი ყურადღება ტურნირზე 14 წლის რუსმა მოციგურავემ, სერაფიმა სახანოვიჩმა დაიმსახურა, რომლის მწვრთნელი რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი ეთერ თუთბერიძეა (იგი ვირტუოზ ოლიმპიურ ჩემპიონს, 15 წლის იულია ლიპნიცკაიასაც წვრთნის). სერაფიმამ მოკლე პროგრამის შესრულებისას სენსაცია მოახდინა და ის პირველი იუნიორი ქალი მოციგურავეა, რომელმაც ტექნიკურ მაჩვენებლებში 40 ქულას გადააჭარბა. ასევე უშეცდომოდ ისრიალა თავისუფალ პროგრამაში და ჯამში 191,96 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე იაპონელი იუკა ნაგაი გავიდა 164,42 ქულით, ხოლო მესამეზე - ამერიკელი ლეა კაიზერი 143,33 ქულით.
1
|
|