ემოციური კადრები - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე გავიდა 28 აგვისტო 2014, 10:11:48
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს. ევრობასკეტ-2015 გაისად გაიმართება, თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, რომელი ქვეყანა უმასპინძლებს მას უკრაინის ნაცვლად. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჯგუფში 6-დან 4 მოიგო, 27 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა 71:59 დაამარცხა პორტუგალია, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. ხოლო უნგრეთის გუნდმა 83:68 მოუგო ჩეხეთს. ეს შედეგი კი ჩვენ გუნდს აწყობდა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ჯგუფში სამმა გუნდმა 10-10 ქულა დააგროვა, მათ შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ჩეხეთი მეორე ადგილზეა.
0
|
40.00
k
100.00
k
|