რა სთხოვა უკრაინული X Factor-ის კონკურსანტმა სცენიდან ნინო ქათამაძეს 25 აგვისტო 2014, 17:57:14
AUTO PLAY
უკრაინაში X Factor-ის მეხუთე სეზონის შესარჩევი ტურები დაიწყო. წელს ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაში, ირინა დუბცოვა და სეროგა, ივან დორნმა და ნინო ქათამაძემ შეცვალეს. სცენაზე ჟიურის წინაშე 24 წლის იულია ბაიბაკი გამოვიდა, რომელმაც ნინოს დანახვისას აღნიშნა, რომ არ იცოდა თუ ჟიურიში ქართველ მომღერალს იხილავდა, რამაც ცოტათი შეაცბუნა კონკურსანტი. იულია ქათამაძის რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერის შესრულებას აპირებდა და სწორედ ამიტომ ღელავდა. როცა კონკურსანტმა სიმღერა "ქუჩაში ერთხელ" დაასრულა, ნინო ქათამაძისგან ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. ჟიურის ოთხივე წევრმა ერთხმად გადაიყვანა იულია მომდევნო ტურში.
5
|
|