გადაისხამს თუ არა ღარიბაშვილი წყალს?! - გამოწვევა პრემიერს 20 აგვისტო 2014, 13:04:01
AUTO PLAY
თამთა ასლანიშვილმა საქველმოქმედო აქციაში ჩართვის მიზნით ირაკლი ღარიბაშვილი გამოიწვია. "პალიტრა მედიის" ინოვაციური პროექტების მენეჯერმა ''ომედიას'' კრაეტიული დირექტორის ნოდარ დავითურის გამოწვევას უპასუხა და თავზე წყალი გადაისხა. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს საქველმოქმედო, სახალისო გამოწვევაში. ყველა გამოწვეულმა ადამიანმა 24 საათის განმავლობაში უნდა გადაიღოს ვიდეო, როგორ ისხამს თავზე წყალს და სამი ადამიანი გამოიწვიოს საქველმოქმედო პროექტში ჩასართავად. პირობის დარღვევის შემთხვევაში ''გამოწვეული'' იძულებული გახდება 10 ლარი გადარიცხოს Wehelp.ge-ში.
1
|
|