ანრი ჯოხაძემ თავზე წყალი გადაისხა - ვინ გამოიწვია მომღერალმა შეჯიბრებაში" 19 აგვისტო 2014, 16:58:05
AUTO PLAY
ბოლო რამდენიმე კვირაა მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანი ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი შემდეგშია: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის მეგობრებს იწვევს მსგავსი ქმედების განსახოციელებლად. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ. ამ შეჯიბრებამ საქართველომდეც მოაღწია და მას შოუბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მომღერალმა ანრი ჯოხაძემ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ასხამენ მას წყალს. მან ამ შეჯიბრებაში თამარ გაჩეჩილაძე, ნოე სულაბერიძე, ინგა გრიგოლია და ნინი ბადურაშვილი გამოიწვია.
0
|
40.00
k
100.00
k
|