არგენტინამ დეფოლტი გამოაცხადა 31 ივლისი 2014, 23:05:06
AUTO PLAY
არგენტინამ დეფოლტი გამოაცხადა. ქვეყანას საკუთარი ვალების გასტუმრების უნარი არ შესწევს. ბოლო 13 წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამხრეთ ამერიკული სახელმწიფო დეფოლტის შესახებ აცხადებს. ამჟამინდელი ვალი – 1,3 მილიარდი დოლარი სწორედ პირველი დეფოლტის (2001 წელი) შემდეგ წარმოიქმნა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლანდელი შედეგები ისეთივე უარყოფითი არ იქნება, როგორც 2001 წელს, როცა არგენტინის ხელისუფლებას მოქალაქეების ანგარიშების გაყინვა მოუწია, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
0
|
|