"ჰობიტი: ხუთი ჯარის ბრძოლა" - ახალი თიზერი 31 ივლისი 2014, 20:29:50
AUTO PLAY
"ჰობიტი: ხუთი ჯარის ბრძოლა" - ქსელში ოსკაროსანი რეჟისორის, პიტერ ჯექსონის ახალი ფილმის თიზერი გამოჩნდა - ტოლკიენის შედევრის, "ჰობიტის" მიხედვით გადაღებული ტრილოგიის მესამე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლებს ბენედიქტ კუმბერბახი, ქეით ბლანშეტი, ლუკ ევანსი და სხვები ასრულებენ. მესამე ნაწილში ტორინის გარემოცვა სმაუგის ბუნაგს პოულობს, მაგრამ შეძლებენ ბილბო და გნომები ერებორისა და განძის დაბრუნებას? თუ შეძლებენ, როგორ შეინარჩუნებენ? "ჰობიტი: ხუთი ჯარის ბრძოლა" ეკრანებზე ამ წლის 14 დეკემბერს გამოვა.
0
|
|