რა საჩუქარი დაუტოვა ნუცა ბუზალაძემ ლატვიელ ფოტოგრაფს 31 ივლისი 2014, 11:58:06
AUTO PLAY
"ახალი ტალღა 2014"-ის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე იურმალაში ყოფნის დროს ბევრ ადამიანს დაუმეგობრდა. მათ შორისაა ლატვიელი ფოტოგრაფი ერიკ ანდერსონი, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოში კონკურსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. ერიკმა ნუცასთან ერთად უამრავი ფოტო გადაიღო და ქართველი მომღერლის გამარჯვების შემდეგ "ფეისბუქზე" საკუთარი ფოტო ქართველი მომღერლის სურათით შეცვალა. თბილისში გამომგზავრებამდე ნუცამ უფროს მეგობარს პატარა საჩუქარი დაუტოვა და სპეციალურად მისთვის რეპი შეასრულა. "КРУТОЙ ПОДАРОК ОТ НУТСЫ! Йооуууу!" - ასეთი სათაურით გაავრცელა ერიკმა ნუცას ვიდეო საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.
0
|
|