შსს-მ ველური კანაფის პლანტაციები გაანადგურა 31 ივლისი 2014, 11:25:38
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ბრძანების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების ღონისძიება სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთდროულად ჩატარდა. შსს-ს სამხარეო სამმართველოების თანამშრომლებმა ველურად მზარდი კანაფი შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული რეგიონების სხვადასხვა სოფლების ტერიტორიებიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სულ 28 ტონა და 373 კგ მცენარე გაანადგურეს.
0
|
|