ქეთა თოფურიას ექსტრავაგანტულმა იმიჯმა იურმალა შოკში ჩააგდო 26 ივლისი 2014, 11:59:49
AUTO PLAY
რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სახე A'Studio-ს ქართველი სოლისტი, თავისი იმიჯით მუდმივად აოცებს თაყვანისმცემლებს. 25 ივლისს იურმალაში ალა პუგაჩოვას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელზეც A'Studio-ც იყო მიწვეული. ქეთა თოფურიას ჩაცმულობამ ამჯერად ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ქეთა თოფურია მეგობარი დიზაინერების - ბესსარიონისა და ალექსანდრე არუთუნოვის ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას. "ახალი ტალღა 2014"-ის სცენაზე ამჯერად მან ექსტრავაგანტული იმიჯი აირჩია. ქართველი მომღერალი სცენაზე თითქმის მკერდმოშიშვლებული გამოვიდა: ტყავის შავი ბიუსტჰალტერი და გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა. საღამოს წამყვანმა მაქსიმ გალკინმა, ქეთას ძალიან უცნაური ვარცხნილობა "ვეშაპის კუდს" შეადარა. დანარჩენი ვიდეოში თავად ნახეთ...
0
|
40.00
k
100.00
k
|