"თავს ვესხმოდი უმწეო ბავშვებს, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს" 16 აპრილი 2014, 22:15:48
AUTO PLAY
შეერთებული შტატების სასამართლომ 62 წლის ოჰაიოელ კაცს უჩვეულო სასჯელი მიუსაჯა - ის საკუთარი სახლის წინ უნდა მჯდარიყო და სახალხოდ გამოეფინა ბანერი: "მე ჩხუბისთავი ვარ - თავს ვესხმოდი უმწეო ბავშვებს და ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს" . მართლაც, ედმონდ ავივი 15 წლის განმავლობაში აწიოკებდა კარის მეზობლის ოჯახს, სადაც შვიდი ბავშვი ჰყავთ. მათგან რამდენიმე უნარშეზღუდულია და ეტლით დადის, რაც შეეხება ოჯახის უფროსს, მას დემენცია სჭირს. ედმონდი სახალხოდ დასცინოდა დიასახლისს, ბავშვების ეტლებს ბორბლებს ხსნიდა, ღამ-ღამობით კი მათ ფანჯრებზე უწმაწურ წარწერებს ტოვებდა. ახლა ბატონი ავივი იძულებულია ზუსტად მათი სახლის მოპირდაპირედ იჯდეს თავისი ბანერით ხელში და ასე მოიხადოს სასჯელი თავისი საქციელისთვის.
0
|
|