"დაკარგული გოგონა" - დევიდ ფინჩერის ახალი ფილმის თრეილერი 15 აპრილი 2014, 22:51:16
AUTO PLAY
ინტერნეტში დევიდ ფინჩერის ახალი ფილმის, "დაკარგული გოგონას" პირველი თრეილერი გამოჩნდა. სურათში მთავარ როლს ბენ აფლეკი ასრულებს. "დაკარგული გოგონა" ამერიკელი მწერლის ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში ცოლ-ქმრის, ნიკ და ემი დანის ქორწინების მეხუთე წლისთავზე ემის გაუჩინარების ამბავია მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ დანი ცოლს გულმოდგინედ ეძებს, პოლიციის და საზოგადოების თვალში ის მთავარ ეჭვმიტანილად იქცევა. ბენ აფლეკის გარდა ფილმში მონაწილეობენ როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი, კიმ დიკენსი და სხვები.
0
|
|