ქართულ კალათბურთში დაპირისპირებაა 11 აგვისტო 2013, 00:51:18
AUTO PLAY
სპორტის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის ყრილობა უნდა გამართულიყო, სადაც დელეგატებს კალათბურთის ფედერაციის ახალი წესდება უნდა დაემტკიცებინათ. ყრილობის დაწყებამდე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გამგეობის განცხადება წარმოადგინა და განაცხადა, რომ „კალათბურთელთა კავშირის“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო ყრილობა გადაიდო. ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა დარბაზი რამდენიმე დელეგატთან ერთად დატოვეს. დარბაზში 17 დელეგატი დარჩა, რომლებმაც სხდომის თავმჯდომარე და მდივანი აირჩიეს და მუშაობა განაგრძეს. ყრილობაზე ერთ-ერთმა დელეგატმა ვეტერანი კალთბურთელისა და ფედერაციის გამგეობის წევრის ნიკოლოზ დერიუგინის განცხადება გამგეობის დატოვების შესახებ. როგორც იურისტმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა, ყრილობას დელეგატების უმრავლესობა ესწრებოდა და იგი სრულიად ლეგიტიმური იყო. ყრილობის პარალელურად, განცხადება გააკეთა როგორც ორგანიზაცია „კალათბურთელთა კავშირის“ დამფუძნებელმა მიშა ახვლედიანმა, ისე ფედერაციის პრეზიდენტმა. ახვლედიანის თქმით, შესატანია ცვლილებები კალათბურთის წესდებაში, რადგან იგი არ მოდის შესაბამისობაში როგორც ქართული და ისე ფიბა-ს კანონმდებლობასთან. ბესიკ ლიპარტელიანის თქმით, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა გარკვეულ ჯგუფს ქართული კალათბურთის „დანგრევა“ სურს. ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხუთკაციანი ჯგუფი მთელი რიგი საკითხების ფორმირებასა და ახალი წესდების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებს. ფედერაციის პრეზიდენტი დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, ორშაბათს შესაბამის ორგანოებს მიმართავს.
0
|
|