x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყურადღება! დღეიდან დამქირავებელს შეუძლია წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში
imageასეთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთა უფლებების დაცვის ევროსასამართლომ.


აწი დამქირავებელს შეუძლია სამუშაოს პერიოდში სრულად გააკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა სოციალურ ქსელში, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, Facebook Messenger-ით, IMessage-ით და სხვა.


ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ.


ყველაფერი კი 2007 წელს დაიწყო.ინჟინერმა ბოგდან ბორბელესკუმ სასამართლოში საჩივარი შეიტანა თავის უფროსზე, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა თითქოს და Yahoo Messenger -ის პირადი მიზნების გამო გამოყენებისთვის სამუშაო საათებში.ინჟინერი ამტკიცებდა, რომ დამქირავებელმა დაარღვია მისი პირადი მიმოწერის კონფედენციალური უფლებები.სასამართლო მრავალი წელი გაიწელა და აი დასრულდა.


სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, მაგრამ არა ბორბელესკუს სასარგებლოდ.


"ჩატში მიმოწერა სამუშაო საათებში ითვლება კორპორატიული კანონის დარღვევად".უფროსობას აქვს სრული უფლება იცოდეს რითაა დაკავებული მათი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაში უხდიან ფულს და ასევე უფლება აქვს შეამოწმოს მისი საქმიანობის შედეგები.


ეს კანონი შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის საქართველოს.

imageადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი ქვეყნები(მუქი ლურჯად აღნიშნული)

3
5597
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5597
  
2016, 16 იანვარი, 13:51
მე მივესალმები, აწი კომპიუტერს სამსახურში დანიშნულებისამებრ გამოიყენებს ბევრი. :)
2016, 16 იანვარი, 12:26
მთლად ურიგოც კი არაა,
2016, 16 იანვარი, 12:03
აწი ნახეთ ინტრიგები
0 1 3