x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰომოსექსუალიზმი ძველ მსოფლიოში და როდიდან ითვლება იგი ცოდვად?
image

იმ ფონზე, რაც ახლა ხდება ჩვენს დედაქალაქში, Tbilisi Pride-ის კვირეული გარშემო, რა დროსაც საზოგადოება ორად არის გაყოფილი, -ერთი ნაწილი სოლიდარობას გამოხატავს ლგბტქ+ თემის მიმართ და მიიჩნევს, რომ სექუალურმა უმცირესობებმა დიახაც უნდა გამოიხატოს პროტესტი და საზოგადოებას მიაწვდინოს ის პრობლემები, რაც მათ აწუხებს, ხოლო მეორე ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ გამოსვლებს და ამბობს, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ეორვნული იდენტობის და მართლმადიდებლობის დაკნინებას, უპრიანი იქნება გავიხსენოთ ჰომოსექსუალიზმის ისტორია ძველ მსოფლიოში თუ საქართველოში და როდიდან ითვლება ცოდვად?





საბერძნეთი-ჰომო და ბისექსუალური ურთიერთობის ზოგიერთ ფორმას ძველ საბერძნეთშიც სავსებით ბუნებრივად მიიჩნევდნენ. ცხადია, ძველი საბერძნეთის მცხოვრებთა უმეტესობა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მაგრამ ჰომოსექსუალური კავშირები მამაკაცთა შორის არ ითვლებოდა არც სირცხვილად და არც ცოდვად, ზოგან კი (მაგ. სპარტაში), მოზრდილ მამაკაცსა და მოზარდს შორის ურთიერთობა სოციალურადაც იყო გაფორმებული.


მე –5 საუკუნეში ჩვ.წ, აღ-მდე ქალაქ თებეში (არ აგვერიოს ეგვიპტის თებეში). ყველაზე ძლიერი საბრძოლო ჯარი, სახელწოდებით "წმინდა რაზმი", რომელიც შედგებოდა ჰომოსექსუალი მამაკაცი წყვილებისგან. ელადის ლეგენდარული ისტორია მოწმობს, რომ ეს იყო ძალიან მამაცი და ნიჭიერი მეომრების ჯგუფი. ქსენოფონი წერდა: ”არ არსებობს უფრო ძლიერი ფალანგა, ვიდრე ის, რომელიც შედგება ერთმანეთის მოსიყვარულე მეომრებისგან” (ქსენოფონი ”კიროპედია”, VII).


ლევქტრის ბრძოლაში (ძვ. წ. 371), სწორედ მათი წყალობით დამარცხდნენ ადრე უძლეველი სპარტელები, რომლებსაც რიცხვითი უპირატესობა ჰქონდათ

ყველა დაიღუპა ქერონეასთან მაკედონელების წინააღმდეგ ბრძოლაში (ძვ. წ. 338 წ.) ისე, რომ არავინ გაქცეულა და უკან არავის დაუხევია.



ძვ. რომი-საინტერესოა, რომ რომაელებს არ ჰქონდათ კონკრეტული სიტყვები, რომელიც გულისხმობდა ჰომო ან ჰეტეროსექსუალს . ანუ გენდერი არ იყო მათთვის გადამწყვეტი -მისაღები იყო თუ არა სექსუალური პარტნიორი.

ქორწინება ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის აღიარებული იყო საზოგადოების მიერ. ცნობილია, რომ რამდენიმე იმპერატორი (მათ შორის ნერონი), დაქორწინებული იყო მამაკაცზე.



იაპონია-ერთნაირსქესიანთა სიყვარულის მიმართ ყველაზე მიმტევებელ ქვეყნად ითვლებოდა და სხვა უამრავი ხალხისგან განსხვავებით, ამ მოვლენას იაპონელები არასოდეს უწოდებდნენ სამარცხვინოს ან ბინძურს და მას თავისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ელემენტად და განვითარებული ცივილიზაციის ნიშნად თვლიდნენ.


შუასაუკუნეების იაპონიაში სიყვარული ქალებისა და კაცების მიმართ ერთნაირად ნორმალურად ითვლებოდა, ერთი არ გამორიცხავდა მეორეს. ერთი სქესისთვის განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭება იშვიათად და უცნაურად ითვლებოდა. მხოლოდ ბიჭების მოყვარულ მამაკაცებს ეძახდნენ არა მათი ლტოლვის ობიექტის მიხედვით, არამედ განრიდების ობიექტის მიხედვით - ონნაგირაი (ქალთმოძულენი). სამურაებისა და რაინდთა წრეში, სადაც ყველაფერი მეომრული ღირსების კოდექსს ემორჩილებოდა, ყველაზე მეტად ერთგულება ფასობდა. პაჟი ან საჭურველთმტვირთველი ვალდებული იყო თავისი ბატონისგან ესწავლა ყველაფერი და მისი ღირსი ყოფილიყო. ბიჭის მიერ ბატონის ღალატი მკაცრად ისჯებოდა.


მესამე სპეციფიური ჰომოსექსუალური სუბკულტურა იყო თეატრალური სამყარო. ნოს და კაბუკის იაპონურ ტრადიციულ თეატრებში ყოველთვის ბევრი იყო ჰომოეროტიკა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობები ხშირად დიდებულთა, მათ შორის მმართველი სიოგუნების საყვარლები იყვნენ.



ინდოეთი და ჩინეთი-ჰომოეროტიზმი საკმაოდ გავრცელებული იყო ამ ქვეყნებშიც.ძველ დროში მათი კულტურა ნაკლებად ანსხვავებდა ჰომო ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებს.


უძველესი იურიდიული ინდური კოდექსი Arthashastra (ძვ. წ. IV ს.) ითვალისწინებდა ჯარიმას 48-დან 94 ერთეულამდე მამაკაცთა შორის სექსუალური ურთიერთობისთვის, ხოლო ქალებს შორის კავშირი 12-დან 24-მდე ფულადი ერთეულით ისჯებოდა, რაც ჰეტეროსექსუალურ დარღვევაზე ნაკლებს ითვალისწინებდა.


ჰომოსექსუალობის დევნა და დასჯა ინდოეთში მხოლოდ ინგლისელთა ბატონობამ მოიტანა. ისევე, როგორც იაპონიაში ქრისტიანობის გავრცელებას, ჰომოსექსუალური ურთიერთობების აკრძალვა მოჰყვა.




ინდოეთში ჰიჯრებს (hijra)მესამე სქესად“ მიიჩნევენ მათი უმეტესობა თავს არ მამაკაცად მიიჩნევს და არც ქალად. ჰიჯრების საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანია - მათ შორის არიან დაბადებით მამაკაცები, რომელთაც ქალის გენდერული როლი აქვთ შეთვისებული (ატარებენ ქალის ტანსაცმელს, მიმართავენ ერთმანეთს ქალის სახელებით, ბაძავენ მათ სიარულისა და ლაპარაკის მანერით), ჰერმაფროდიტები (მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ჰიჯრების საზოგადოებაში მათ განსაკუთრებული ნიშა აქვთ სწორედ იმის გამო, რომ ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ანატომიური ნიშნების მატარებელნი არიან), კასტრატები, რომლებიც თავის გენიტალიებს ნებაყოფლობით სწირავენ მსხვერპლად ჰიჯრების მფარველ ქალღმერთს, ბაჰუჩარა მატას (Bahuchara Mata) და სხვ. ჰიჯრები არც ერთ კასტას არ მიეკუთვნებიან და სრულიად გარიყულები არიან საზოგადოებისაგან. ამიტომაც ისინი არჩევენ ჯგუფურად იცხოვრონ და ქმნიან დამოუკიდებელ, კომუნის მსგავს ერთობებს. ყველა ასეთ ერთობას თავისი გურუ ჰყავს. ჰიჯრები კარგად ფლობენ ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას და მათ ხშირად იწვევენ ქორწილებსა და დიდ დღესასწაულებზე. თუმცა, მათი შემოსავლის ძირითად წყაროდ მაინც პროსტიტუცია რჩება. ჰიჯრები არა მხოლოდ სძულთ, მათი ეშინიათ კიდეც, რადგან მათ მაგიურ ძალას მიაწერენ.




ახლო აღმოსავლეთი-შუა აზიის თურქულად მოლაპარაკე ტომებში საკმაოდ პოპულარული იყვნენ მოცეკვავე ბიჭები, რომელთაც "bacha" ეძახდნენ (სავარაუდოდ, ტერმინი სპარსულიდან უნდა მოდიოდეს: bacheh - ბავშვი). მოცეკვავეებად ბავშვებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ. განსაკუთრებით ფასდებოდა ე.წ. "ჰერმაფროდიტული სილამაზე". ბაჩას ბავშვობიდანვე ავარჯიშებდნენ ცეკვასა და სიმღერაში. როგორც წესი, მათი ასაკი 12 დან 16 წლამდე იყო (წვერის ამოსვლისთანავე მათი მოცეკვავის კარიერა მთავრდებოდა). ეროტიული ცეკვების გარდა, ისინი სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობდნენ კლიენტებს. ისინი ატარებდნენ ქალის ტანსაცმელს, გრძელ თმას და ხმარობდნენ ფერ-უმარილს. თურქეთში მათ კუჩეკებს ("kuchak" - პატარა) უწოდებდნენ. 25-30 წლის ასაკში მათ უფლება ჰქონდათ დაქორწინებულიყვნენ და მოცეკვავეთა საკუთარი გუნდი ჩამოეყალიბებინათ. ითვლება, რომ მათი უმეტესობა ტრანსგენდერები იყვნენ, თუმცა ევროპელი მოგზაურები და ეთნოგრაფები ამ მოვლენას აღწერდნენ, როგორც "ისლამურ სამყაროში გავრცელებული პედერასტიის ერთ-ერთ ფორმას". ადრეულ არაბულ და ისლამურ კულტურებში მამაკაცებს, რომელთა გარეგნობა და/ან ქცევა არ შეესაბამებოდა არსებულ ნორმებს, მუხანათუნებს/ მუხანათებს (Mukhannathun, Mukhannath) უწოდებდნენ.



ამასთან, როგორც ჩანს, თუკი დღევანდელ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ისინი ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ ჰომოსექსუალურ ქცევასა და გენდერულ იდენტობას, ვინაიდან მუხანათები ქალების მიმართ სექსუალურ ლტოლვას არ განიცდიდნენ, მათ მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია დაეკისრათ და ჰარემის მცველებად იქცნენ. თუ გავიხსენებთ, რომ მუსულმანებთან გაყოფილია ქალისა და მამაკაცის ტერიტორიები, მუხანათი ერთადერთი იყო, ვისაც თავისუფლად გადაადგილება შეეძლო მთელ სახლში. მოგვიანებით, ცრუმუხანათებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, მათ სამუშაოზე აყვანამდე ასაჭურისებდნენ. თუმცა, ამას მათ სოციალურ სტატუსზე არ უმოქმედია.



ამერიკა-ჩრდილო ამერიკის ინდიელებში ასეთ ადამიანებს ორი სულის მატარებელს უწოდებდნენ (Twospirit) და საზოგადოებაში ისეთივე ავტონომიური ადგილი ეკავათ, როგორც კაცებს ან ქალებს. მათ განსაკუთრებულ მაგიურ ძალას მიაწერდნენ, რის გამოც ისინი ხშირად ხდებოდნენ შამანები და ტომის ბელადები. იმის გამო, რომ ამ ადამიანთა სექსუალურ პარტნიორები ზოგჯერ მათივე სქესის ადამიანები იყვნენ (თუმცა ეს სულაც არ წარმოადგენდა საყოველთაო წესს. გასათვალისწინებელია, რომ მათი როლებისა და ფუნქციების აღწერისას აქცენტი კეთდებოდა მათ გენდერულ და არა სექსუალურ მახასიათებლებზე), ესპანელმა და პორტუგალიელმა კოლონიზატორებმა ისინი სოდომიტებად მონათლეს და კოლონიზაციისა და ინდიელების ფიზიკური განადგურების გასამართლებელ არგუმენტად იყენებდნენ. კონკისტადორებმა მათ ბერდაჩები შეარქვეს .


ამერიკელი ინდიელების გარდა, ბერდაჩების ინსტიტუტი ფართოდ იყო გავრცელებული, ჩრდილოეთ რუსეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის, ინდონეზიისა და აფრიკის ხალხებს შორის.



ჰომოსექსუალიზმი და საქართველო-ძალზე მწირი ცნობები არსებობს.საქართველოში ჰომოსექსუალიზმს მამათმავლობას უწოდებდნენ, საინტერესო ისაა, რომ მამათმავლობა ძველ ქართულში კაც ჰომოსექსუალს, გეის აღნიშნავდა, თუმცა არ არსებობდა ლესბოსელის ან ქალი ჰომოსექსუალის ეკვივალენტი ტერმინი.


სავარაუდოდ ზემოთ აღნიშნული თურქული "ბაჩას" გადმოძახილია, კინ­ტო­ე­ბი- ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მო­ვაჭ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი, ხოლო კინტაური ცეკვა ხშირად სრულდებოდა ე.წ.

სა­თუქ­სუსო­ებ­ში(თუქსუსი ნიშნავს, მამაკაცის სასქესო ორგანოების მასაჟისტს)და

ცეკ­ვის ილე­თებ­ში მართლაც არის სა­ეჭ­ვო გაპრან­ჭვის ელე­მენ­ტე­ბი, თუმცა ყვე­ლა კინ­ტო რა თქმა უნდა არ იყო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის.


მამათმავლობა ანუ ანუ „სოდომური ცოდვა" საქართველოში სამ ჯგუფად იყოფოდა. იმის მიხედვით თუ რა პირობებში და როგორ იქნებოდა ჩადენილი ეს ცოდვა, განასხვავებდნენ "სუბუქ", „მძიმე“ და „უმძიმეს“ მამათმავლობას.

ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის მიღებული კანონის თანახმად (1767-1768-

ნორმატიული აქტი შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე ზოგი სარწმუნოებრივი და სქესობრივი დანაშაულის აღსაკვეთად.) მამათმავლობისთვის „ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით“ (ანუ ტანჯვა წამებით) სიკვდილს ითვალისწინებდა.









იუდაიზმი და ჰომოსექსუალიზმი, როგორც ცოდვა



იუდაიზმიდან და მისგან ნასესხები რელიგიების შექმნიდან (ისლამი, ქრისტიანობა) ჰომოსექსუალიზმი ითვლება როგორც ცოდვა.


იუდაიზმის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის (ისევე, როგორც სექსუალობის სხვა გამოვლინებებთან, რომელიც არ უკავშირდება რეპროდუქციას და არაა რეგლამენტირებული ქორწინებით) მიმართ, უკავშირდებოდა ახლო აღმოსავლურ რელიგიურ კულტებთან კონკურენციას.

არსებობს მოსაზრება, თითქოს ქრისტიანობას თავიდანვე აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა ჰომოსექსუალობის მიმართ, თუმცა, როგორც მკვლევარები ადასტურებენ ამგვარი დისკურსი ძირითადათ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში ჩნდება. ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ბრძოლისას კათოლიკური ეკლესია ძირითადად წმ. ავგუსტინესა და წმ. თომა აქვინელის შრომებს იყენებდა. ორივე მათგანის აზრით, ნებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც გამორიცხავს ჩასახვის შესაძლებლობას, არაბუნებრივია და შესაბამისად, ცოდვილი. ეკლესია სექსუალური ქცევის მარეგულირებელ მძლავრ ძალად გადაიქცა. შუა საუკუნეებში ჰომოსექსუალობაში დადანაშაულება მხოლოდ გარყვნილად და ცოდვილად შერაცხვას როდი ნიშნავდა. მნიშვნელოვანია, რომ ჰომოსექსუალობაზე, როგორც ცოდვაზე აქცენტირება სხვადასხვა ორდენებთან კათოლიკური ეკლესიის ბრძოლის პარალელურად მოხდა . ამგვარი ქცევა უკავშირდებოდა სხვადასხვა რიტუალებს და ორდენებს.


სექსუალური ორიენტაცია, როგორც ცნება, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მანამდე ავტომატურად ითვლებოდა, რომ ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია და ჰომოსექსუალობა სექსუალური ქცევის ერთ-ერთი ვარიაციაა.

0
806
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0