x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ჩერნობილის სამი მყვინთავი, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს
34 წლის წინ მომხდარი ჩერნობილის ავარიას შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, მეორე აფეთქებაც რომ მომხდარიყო. ამ შემთხვევაში რადიოაქტიური ღრუბელი ევროპას და რუსეთის დასავლეთ რეგიონებს დაფარავდა. სამმა მყვინთავმა ამ მეორე აფეთქებას ხელი შეუშალა და ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

imageსიტუაცია ატომურ ელექტროსადგურზე 5 დღის შემდეგ გართულდა. ხანძარს ფაქტობრივად აკონტროლებდნენ, მაგრამ ამჯერად სხვა საფრთხემ იჩინა თავი:რეაქტორი დნობას განაგრძობდა და ბეტონის ფილას ანადგურებდა. ბეტონის ქვეშ კი აუზი იყო, წყლის უზარმაზარი მოცულობით. თუ რადიოაქტიური საწვავი წყალთან მიაღწევდა, ახალი, წარმოუდგენელი ძალის აფეთქება მოხდებოდა, წყალთან შეხებისას წარმოქნილი ორთქლი კი უზარმაზარ რადიოაქტიურ ღრუბელს წარმოქმნიდა, რომელიც, წინასწარი გათვლებით, ევროპასა და რუსეთის დასავლეთ რეგიონებს მოიცავდა.

შექმნილი სიტუაცია დაუყოვნებლივ ითხოვდა ოპერაციის ჩატარებას სამი მყვინთავის მონაწილეობით. დიდი იყო იმის რისკი, რომ ეს მყვინთავები რადიაციის სასიკვდილო დოზას მიიღებდნენ, მაგრამ მოხალისეები მალე გამოჩნდნენ.

imageმოხალისე-მყვინთავები:ალექსეი ანანენკო, ვალერი ბესპალოვი, ბორის ბარანოვი


აუცილებელი იყო აუზი წყლისგან დაეცალათ. სამწუხაროდ, შექმნილი სიტუაციის გამო, ჩამკეტებთან წვდომა გარედან შეუძლებელი იყო. ონკანები წყალქვეშ უნდა გაეხსნათ. მყვინთავებს უშუალოდ რეაქტორის სიახლოვეს უნდა გაეცურათ, რათა ონკანებთან მიეღწიათ, გაეხსნათ და აუზი დაეცალათ. ინჟინერი ვალერი ბესპალოვი თავის კოლეგა ალექსეი ანანენკოსთან ერთად გამოცხადდა მოხალისედ, მესამე მოხალისე კი ატომურ სადგურში სმენის უფროსად მომუშავე ბორის ბარანოვი იყო. სამივეს კარგად ჰქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ შესაძლოა სასიკვდილო დასხივება მიეღოთ.

imageimageოპერაციისთვის მზადება

რეზერვუარში ბნელოდა. მყვინთავები სპეციალური ფარნის დახმარებით იკვლევდნენ გზას და წარმატებით მიაღწიეს ჩამკეტებამდე, თუმცა რამდენიმე ცდა დასჭირდათ იმისთვის, რომ ონკანები გაეხსნათ.

მთელი დღე-ღამე გახდა საჭირო, რომ აუზი მილიონობით გალონი წყლისგან დაცლილიყო. სამმა მყვინთავმა საშინელი კატასტროფისგან იხსნა უამრავი ადამიანი. ოპერაციის შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს დაკვირვებისთვის. არავის სჯეროდა, რომ ასეთ საშიშ პირობებში ცოცხლები გადარჩნენ. მათი ამბავი ლეგენდად იქცა, რომელიც სწრაფად გავრცელდა.

ამ ლეგენდის მიხედვით, მათ მხოლოდ ერთი კვირა იცოცხლეს, რადგან ისეთი დასხივება მიიღეს, რომ დოზიმეტრი მათ სიახლოვეს წყობიდან გამოდიოდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მათი სხეულები სპეციალური სარკოფაგებით დაკრძალეს-აი, ასე გადაწერეს ჟურნალისტებმა ერთი გმირობის ამბავი.

სინამდვილეში, ეს სამეული არც ერთ კვირაში გარდაცვლილა, არც ერთი და არც ათი წლის შემდეგ. ბორის ბარანოვი 2005 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით. ინჟინერი ბესპალოვი კვლავ განაგრძობდა თავისი პროფესიით მუშაობას, და 2008 წელს გავიდა პენსიაში, ალექსეი ანანენკო კი “უკრაინის ატომური ფორუმის" ხელმძღვანელია. მათ დასხივების სასიკვდილო დოზა არ მიუღიათ, ოპერაციის დროს თან ჰქონდათ ორი დოზიმეტრი და ისეთი მარშრუტი შეარჩიეს, რომ სასიკვდილო ზონაში არ მოხვდნენ.

გმირი მეხანძრეებისადმი მიძღვნილი მემორიალი, წარწერით: “მათ, ვინც მსოფლიო იხსნა"

image



1
1702
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1702
  
2020, 29 აპრილი, 11:13
მაგრები ყოფილან, ასეთ კაცებს ყველა ფეხზე უნდა წამოუდგეს.
0 1 1