ჟანრი სიუჟეტი ფეხის ტერფის დეფორმაციის ტრადიცია ჩინეთში 1000 წელზე მეტს არსებობდა, კომუნისტებმა აკრძალეს 1950 წელს 7 აგვისტო 2020, 17:35:29 ფეხის გადახვევას 4-12 წლის ასაკში იწყებდნენ. ყველაზე მტკივნეული პირველი სამი წელი იყო, სანამ თითები დაიმტვრეოდა და მოექცეოდა ტერფის ქვეშ. ამის შემდეგ იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა თავისუფლად იწყებდა სიარულს. საქმე ის იყო, რომ ფეხის ზომა იმ პერიოდის ჩინეთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამე იყო ქალისთვის, ფეხებს არასდროს, არავის აჩვენებდნენ, მხოლოდ ქმარს ჰქონდა ამის ნახვის უფლება, პატარა ტერფი კი სილამაზისა და ქალურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ორიგინალი სურათი 9 1-ს მოსწონს
9
|
|