x
სხვა ჟანრები
ორსული
0
ორსული
ორსული ქალი უფრო ნაზია ის უფრთხილდება გარედან ნაყოფს ორსული ქალი ისე თბილია რომ მის სიყვარულს ყველასთვის გაყოფს ტკბილი არსება იზრდება მასში ამიტომ არის თვითონაც ტკბილი უნდა გავიდეს თვეები მალე და მოავლინოს ამქვეყნად შვილი შვილი რომელიც იქნება მისთვის ყველაზე დიდი გამხარებელი ნაზი არსება და უსუსური დიდი სითბოსი მატარებელი ორსული ქალი ლამაზიც არის სიხარულისგან უბრწყინავს თვალი ხან უხარია ხან კიდევ ტირის ასეთი არის ორსული ქალი
11
1-ს მოსწონს
ორსული ქალი უფრო ნაზია
ის უფრთხილდება გარედან ნაყოფს
ორსული ქალი ისე თბილია
რომ მის სიყვარულს ყველასთვის გაყოფს

ტკბილი არსება იზრდება მასში
ამიტომ არის თვითონაც ტკბილი
უნდა გავიდეს თვეები მალე
და მოავლინოს ამქვეყნად შვილი

შვილი რომელიც იქნება მისთვის
ყველაზე დიდი გამხარებელი
ნაზი არსება და უსუსური
დიდი სითბოსი მატარებელი

ორსული ქალი ლამაზიც არის
სიხარულისგან უბრწყინავს თვალი
ხან უხარია ხან კიდევ ტირის
ასეთი არის ორსული ქალი
ავტორი:ანა ხარებავა
ანა ხარებავა
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0