x
image
ცუდი ბავშვი
იუმორი
როგორ ფიქრობთ გადარჩება?
5
როგორ ფიქრობთ გადარჩება?
ორიგინალი სურათი
17
5-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
17
  
2018, 23 ივნისი, 17:31
შენ ეგა თქვი, მტრისას მისნაირი სიდედრი. :)
2018, 23 ივნისი, 17:09
:):):) რა სიდედრი გეყოლებოდა. გადაგარჩინა დობერმანმა :D
2018, 22 ივნისი, 23:39
როგორც ხდება ხოლმე, მერვე კლასელს უკრაინელი გოგო შემიყვარდა პარალელური კლასიდან, სიურპრიზები იცოცხლე მეხერხებოდა და მამამისმა ცკოლაში მომაკითხა, გამესაუბრა და მართლა ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა.
კერძო სახლში ცხოვრობდნენ, ერთხელაც ყვავილების თაიგულით მივადექი მათ ჭიშკარს და ზარი დავრეკე, კარი თავისით გაიღო (ალიონას მამა ინჟინერი იყო და დისტანციურად აღებდა ჭიშკარს), ვიფიქრე ა ძმაო კაცი კარსაც სახლიდან გამოუსვლელად მიღებენ მეთქი, შევედი ეზოში და გამოვარდა უშველეებელი დობერმანი კისერზე საყელურით და გამოექანა ჩემსკენ.
ეზოში ჩემდა ბედად ზე ჭიშკრის გვერდით მოზრდილი ხე იდგა და მისკენ გავიქეცი, ვიღას ახსოვდა მამასისხლად ნაყიდი თაიგული ვისროლე ძაღლისკენ ეგება შეჩერდეს მეთქი, მეტი არ გეტკინოთ არაფერი, ძლივს ავასწარი ხეზე ასვლა, მაინც მომწვდა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩეხური, იმ დოისათვის საკმაოდ ძვირადღირებულ ბოტასებს ტეფს ქვემოთ ძირი წააცალა.
თურმე ალიონას დედამ მომიქსია ძაღლი, ბენდერი იყო, უბედური და კაპასი ქალი.
როგორც იქნა ალიონას მამაც მოვიდა სამსახურიდან (ასე 2 საათი ხეზე მაყურყუტა იმ დამპალმა ქალმა, თან მლანძღავდა უშვერი სიტყვებით), მოვიდა და გადაირია კაცი, ძაღლი ეგრევე დააბა, ცოლსაც ცეცხლი შეუნთო და სახლში მეპატიჟებოდა, მაგრამ ისეთი შიში მქონდა ნანახი არ მისი სახლი მინდოდა და არც მისი ალიონა, ისე ძირმომძვრალი ფეხსაცმლით დავბრუნდი ბინაში და მას შემდეგ ალიონასკენ არც კი გამიხედია.
5 წლის წინ შემხვდა ხარკოვში, ჩვენი ბინა გაქირავებული გვქონდა და ფული, რომ არ ჩამოვიდა ჩავაკითხე.
ზედ ჩვენი ქუჩის თავში იდგა და ტროლეიბუსს ელოდებოდა.
მივესალმე, ვერ მიცნო და თავი შევახსენე, გათხოვილა და მეორე ბავშვზე იყო ორსულად.
ასე მწარედ მახსენდება დობერმანთან ჩემი პირველი შეხვედრა. :(
2018, 22 ივნისი, 21:30
მოგვიყევი რამოხდა ;)
2018, 20 ივნისი, 10:25
არ მიყვარს დობერმანები, ცუდი მოგონებები მაქვს მათზე.
0 1 5