სპორტი გენო პეტრიაშვილი პარიზის ტურნირის გამარჯვებულია 30 იანვარი 2017, 13:13:05 28-29 იანვარს პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ოლიმპიურმა პრიზიორმა, გენო პეტრიაშვილმა თავისი გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებლად მოუგო უნგრელ დანიელ ლიგეტს, რომელიც აქამდეც არაერთხელ ჰყავს დამარცხებული. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე ემზარ ბედინეიშვილისა და ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. შეჯიბრებაზე 61 კილოგრამიან წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა, შოთა ფარტენაძემაც. ორიგინალი სურათი 6 2-ს მოსწონს
6
|
|