x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
კრეატივი
უბრალოდ ქალი, ლამაზი ქალი მისით ვართ მამრნი მუდამჟამს მთვრალნი.
1
უბრალოდ ქალი, ლამაზი ქალი მისით ვართ მამრნი მუდამჟამს მთვრალნი.
31
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
31
  
2014, 22 დეკემბერი, 14:33
ქალი

ღვინით კი არა, ვნებით ვარ მთვრალი,
რადგან ღმერთი ვარ და მქვია, ქალი...
თქვენი განვლილი ცხოვრების კვალი
და მოგიზგიზე, თქვენს სულში ალი...
ეს მე ვარ, მთელი სამყაროს ვალი,
როგორც მშობელი, როგორც მხევალი.
ხან მბრძანებელი და ხან მძევალი,
რადგან ეს მე ვარ, უბრალოდ ქალი!..
თქვენ წინ ჩავლილი კამკამა წყალი
და განთიადზე მწველი მზის თვალი,
ხან სასტიკიც ვარ და ვარ მტარვალი,
რადგან ვარ ქალი... შთამომავალი,
კოლხი მედეას, ჯიშით მავალი!
ღვინით კი არა, ვნებით ვარ მთვრალი...
რადგან ღმერთი ვარ და მქვია, ქალი!..
თ. ქიზიყელი
0 1 1
წებოვანი ლენტის რულონის ბოლო რომ იპოვოთ, უბრალოდ სკრეპი დაამაგრეთ