x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სხვა ჟანრები
დამხატე...
1
დამხატე...
დამხატე.... მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ავბედითი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა.... ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო, ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს. დახატე სივრცე..... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო, მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სალათისფერი თეთრი ზამთარი? მე აღარ მახსოვს ეს იყო ძვალად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი, დახატე მიწა...... და
ორიგინალი სურათი
36
2-ს მოსწონს

ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
36
  
2014, 18 ივლისი, 22:38
დამხატე.... მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ავბედითი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა.... ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო, ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს. დახატე სივრცე..... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო, მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სალათისფერი თეთრი ზამთარი? მე აღარ მახსოვს ეს იყო ძვალად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი, დახატე მიწა...... და მზის აკვნად აქციე თოვლი, ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია, ზღვაც დამიხატე..... ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი, მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია. დახატე ქალი...... საქალეთი შეცვალე თუ გსურს... უყოველგვარო დამცირებით, უმასკარადოდ, ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...
0 1 1
არათანაბარი ბრძოლა
ჩვენება: 7
ავტორი: Yoona
შირლი სლეიდი, 22 წლის მფრინავი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში, 1943 წ.
ჩვენება: 35
ავტორი: Yoona
დაბადების თვე და ძვირფასი ქვა