x
image
აჩიკუნა
ჟანრი სიუჟეტი
ივანიშვილი თოქ-შოუს თანაწამყვანი იქნება!
1
ივანიშვილი თოქ-შოუს თანაწამყვანი იქნება!
ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია GDS-ის განცხადებაში:
8
3-ს მოსწონს
ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია GDS-ის განცხადებაში:
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
8
  
2014, 8 ივლისი, 0:18
"გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ "GDS Production"-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით.

ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება.
0 1 1
ლამაზი ფოტოა
ჩვენება: 18
ავტორი: აჩიკუნა
პანკი
ჩვენება: 98
ავტორი: აჩიკუნა
ნავსადგური
ჩვენება: 4
ავტორი: აჩიკუნა
ყალბი ფულის მჭრელი