ცრემლებით ვრწყავს კრწანისის პირს ყაყაჩოებს,
მე ეს მიჯობს, თავი ბრბოში ვიდრე ვიყო,
მეტეხს ვფიცავ, მის გუმბათს და ხარაჩოებს,
თუ მტრის სისხლით რწყევამდე არ ვიქეიფო.
ვფიცავ გელათს და გატანჯულ დავითის სულს,
ძუ მგელივით ავეფარე ტაძრის კარებს,
ახლა მეფეს ჩემთან ერთად სიკვდილი სურს,
მაგრამ ვაგლახ, რომ ზეცაში დაიბარეს.
ვიცავ მრავალ ომგამოვლილ ...
2018, 25 ოქტომბერი, 19:39
ბალღოო, - ხმადაბლა მიამბობს თოთია,
შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა,
ბილიკს კი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს,
იქ, სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია.
მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი
ყროლ სავალს ყმაწვილი ცეტ-რეტად გავები,
ქალბანი ამისხლტა, ამაშინ დავშავდი,
სინათლე დავკარგე, დამიბრმა თვალები,
გონზე რომ მავედი, ვიყავი ჯარეგას.
მწყემს ქისტებს გზის პირას უგონო ვენახ...
2018, 22 ოქტომბერი, 19:25
|
|