სოფელში ვარ, ბებოსთან. თხილის მოსაპარად ბაღში გავდივარ და ვხედავ, მელნისფერი ბუშტი მოფრინავს. ხან მარცხნივ წაიღებს ქარი, ხან, მისუსტებული ქროლვის გამო, ძირს ეშვება. ძალიან ლამაზია. წითელი ძაფი აბია და მიფარფატებს ასე. გავედევნე, ხელმისაწვდომზე ვარ, მაგრამ მისხლტება, ისევ ზევით მიფრინავს, მივდევ, კიბეზე ავრბივარ და ახლა აივნიდან ვცდილობ მის დაჭერას. კიდევ ერთი წარუმატებ...
ყოველ დილით, 6 საათიც არაა, რომ ვდგები. ეს რუტინაა, ვალდებული ვარ, გავიღვიძო. დილის ზარები სიზმრებს მიფრთხობენ. ვდგები. ყველაფერი ჩემი მოსამზადებელია - უნდა გავანათო და გავათბო სახლი - დედამიწა. გავაყვავო ყვავილები, დავამწიფო ხილი. გავახურო ქვიშა - ქვიშაზე მოდუღებული ყავა უფრო გემრიელი ყოფილა. ვალდებული ვარ, გავიღიმო. ვიდგე სუფრის კუთხეში, აღმოსავლეთის მთის კალთაზე, და ...
2019, 19 თებერვალი, 15:40
|
|