გვებრძვიან ნიკიფორე, გვებრძვიან!
ვინ გვებრძვის?
სამყარო.
რა უნდა?
ყოველივე, რაც გაგვაჩნია.
მე ხომ მივუძღვენი რაც გამაჩნდა: მყუდროება, სიმშვიდე, სინდისი, ქონება?!
არ ეყო, ეცოტავება...
მაშ, რა მივცე, რაც არ გამაჩნია?
სული, ნიკიფორე, სული ხომ შენია?!
არა, სულს ვერ დავთმობ. ის მე არ მეკუთვნის და არც არასოდეს მეკუთვნოდა.
მაშ, ვისია?
იგი ღმერთს ეკუთვნის....
|
|