ყველაზე დიდი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ჩემი მეგონა ოდესღაც, შევცქეროდი მდიდარი მეოცნების კმაყოფილებით, მილიონ ვარსკვლავში გამოვარჩიე, ავიჩემე...დავიჩემე...ველოდი ღამეს.ვეძებდი, ვუზიარებდი-სურვილებს, ნატვრებს, ოცნებებს...ძილის წინ, ფარდის მიღმა, წუთით მაინც გავხედავდი, ძილი ნებისას ვუსურვებდი.მისი შუქი მინათებდა სიზმარეულ ქვეყანას...
მერე სახე და იერი იცვალა, -წამით მოპარული მზერა და ...
ჩემს საუფლოში ახლა ჩუმად სძინავთ ბალახებს,
აივნის კართან ლერწამებსაც დაუძინიათ,
ჩემს საბატონოს მორევია დარდი უთქმელი,
თითქოს უჩემოდ იქ ვერავის გაუცინია.
შენ დამიკოცნე გვირილები, ქრიზანთემები,
დიდი თუთის ხე-ჩემი დარდის, ტკივილის მოწმე,
თუ უჩემობას დაგემდურონ ფურისულები,
შენ ანუგეშე, ჩემს მაგივრად შენ დამიკოცნე.
ყური დაუგდე იმ ჩიტუნას, მე რომ მიყვარდა,
ხმა...
|
|